ჯოკოვიჩის მამა ფედერერს - ჩოგბურთი მთელი ცხოვრება არ არის, წადი, ბავშვები გაზარდე, თხილამურებით ისრიალე, რაიმე საქმე აირჩიე
ჯოკოვიჩის მამა ფედერერს - ჩოგბურთი მთელი ცხოვრება არ არის, წადი, ბავშვები გაზარდე, თხილამურებით ისრიალე, რაიმე საქმე აირჩიე

მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ – სდრიან ჯოკოვიჩმა ივარაუდა, რომ შვეცარიელი როჯერ ფედერერი ჩოგბურთელის კარიერას არ ასრულებს იმის გამო, რომ სურს ნოვაკსა და რაფაელ ნადალს ხელი შეუშალოს მისი რეკორდების დამხობაში.

„ფედერერი და ჯოკოვიჩი უკვე დიდი ხანია პატივს სცემენ ერთმანეთს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ თამაშობს როჯერი 40 წლის ასაკში? წარმოიდგინეთ, 40 წლის მამაკაცი დღემდე ჩოგბურთს თამაშობს, როცა შეუძლია სახლში იყოს და სხვადასხვა საინტერესო საქმით იყოს დაკავებული.

მაგრამ იმის გამო, რომ ნადალი და ჯოკოვიჩი კვალში უდგანან, უბრალოდ, ვერ ურიგდება იმას, რომ ისინი მასზე უკეთესები იქნებიან. წადი, ბავშვები გაზარდე, თხილამურებით ისრიალე, რაიმე საქმე აირჩიე. ჩოგბურთი – ეს არ არის მთელი ცხოვრება, ეს ჩემი ვაჟისთვის, უბრალოდ, ჰობია ამ მომენტისთვის,“ – თქვა ჯოკოვიჩის მამამ სერბეთის ტელევიზიის ეთერში.

38 წლის ფედერერი რეკორდსმენია „დიდი სლემის“ ტიტულების რაოდენობით – მას 20 გამარჯვება აქვს. ნადალის ანგარიშზე 19 ჩემპიონობაა, ჯოკოვიჩს 17 ტიტული აქვს.