ჯოკოვიჩის მამა - ფედერერი დიადია, როგორც ჩოგბურთელი, მაგრამ არა როგორც ადამიანი
ჯოკოვიჩის მამა - ფედერერი დიადია, როგორც ჩოგბურთელი, მაგრამ არა როგორც ადამიანი

მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ სდრიან ჯოკოვიჩმა ერთი თვის განმავლობაში მეორე სკანდალური ინტერვიუ მისცა.

„ნოვაკი ყველგან უყვართ, გარდა ანგლო-საქსური ქვეყნებისა. მათ გამოიგონეს სპორტის ეს სახეობა, შემდეგ კი მოვიდა ბიჭი პატარა ღარიბი ქვეყნიდან და აჩვენა, რომ ჩოგბურთი მარტო მათი სპორტი არ არის და ჩოგბურთი ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. მაგრამ, მეორე მხრივ, ნოვაკი პოპულარულია ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, რუსეთსა და სამხრეთ ამერიკაში.

როცა ნოვაკი მარცხდება, ის მიდის მეტოქესთან, ხელს ხვევს და ამბობს: „ბრავო, შენ ჩემზე უკეთესი იყავი“ და მისთვის ერთხელაც არ მიუციათ „ფეარ პლეის“ ჯილდო. პრიზს ყოველთვის ფედერერს აძლევენ. საკმარისია იმაზე დაკვირვება, როგორ იქცევა წაგების შემდეგ ის და როგორ ნოვაკი.

ფედერერი დიადი ჩოგბურთელია, მაგრამ მის ადამიანურ თვისებებზე იგივეს ვერ იტყვი. მას შურს ნოვაკის პროფესიულ ტურში გამოჩენიდან დღემდე, რადგან იცის, რომ ნოვაკი უკეთესია და ის გაუსწრებს ფედერერს“, – განაცხადა უფროსმა ჯოკოვიჩმა გამოცემა Novosti-სთან ინტერვიუში.

სტეფან ედბერგის სახელობის პრიზი სანიმუშო სპორტული საქციელისთვის 1977 წლიდან თამაშდება. 2004 წლიდან მოყოლებული, მას იღებდნენ მხოლოდ როჯერ ფედერერი (13-ჯერ) და რაფაელ ნადალი (3-ჯერ).