ჯოკოვიჩის კარგი სტარტი ლონდონში
Tennis - ATP 500 - Fever-Tree Championships - The Queen's Club, London, Britain - June 21, 2018 Serbia's Novak Djokovic in action during his second round match against Bulgaria's Grigor Dimitrov Action Images via Reuters/Tony O'Brien - RC117798D100
ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე A ჯგუფის პირველი ტურის ორი მატჩი გაიმართა.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გერმანელი ალექსანდრე ზვერევი და ხორვატი მარინ ჩილიჩი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ზვერევის გამარჯვებით, ანგარიშით 7:6 7:6 დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე სეტში ხორვატს ბრეიკი ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში თავისი ჩაწოდება ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ ორივე სეტი ტაიბრეიკში დათმო. გერმანელმა ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლაზე კარგი განაცხადი გააკეთა.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და დიდი სლემის 14-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელ გიგანტი ჯონ ისნერი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ნოვაკმა დამაჯერებლად, ანგარიშით 6:4 6:3 გაიმარჯვა. პირველ სეტში ერთი, ხოლო მეორეში ორი შესრულებული ბრეიკი საკმარისი აღმოჩნდა სერბისთვის, რათა მშვიდად და აუღელვებლად დაემარცხებინა ამერიკელი.