ჯოკოვიჩის გამოსვლა ამერიკის ღია პირველობაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა #1TVSPORT
ჯოკოვიჩის გამოსვლა ამერიკის ღია პირველობაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებულის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

საქმე იმაშია, რომ ნოვაკი დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის და თუ 2022 წლის დიდი სლემის ტურნირების რიგით მეოთხე შეჯიბრებამდე აშშ-ში შესვლის წესები არ შეიცვალა, სერბს ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობის უფლება არ ექნება.

უიმბლდონზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ იგი აცრას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა კვირას უიმბლდონის ღია პირველობა ზედიზედ მეოთხედ, ჯამში კი მეშვიდედ მოიგო. ამრიგად, მას უკვე 21 დიდ სლემზე აქვს გამარჯვება მოპოვებული და მხოლოდ ერთით ჩამორჩება ესპანელ რაფაელ ნადალს.