ჯოკოვიჩი უიმბლდონამდე არ ითამაშებს
ჯოკოვიჩი უიმბლდონამდე არ ითამაშებს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უარი თქვა უიმბლდონამდე ბალახის ყველა ტურნირში თამაშზე. მიმდინარე წელს „დიდი სლემის“ რიგით მესამე ჩემპიონატი ლონდონში 1 ივლისს დაიწყება.

„გრუნტის გრძელი სეზონის გამო, გადავწყვიტე წელს აღარ მივიღო მონაწილეობა ბალახის ტურნირებში და მხოლოდ უიმბლდონზე მოვახდინო კონცენტრაცია“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები სააგენტო „ფრანს პრესს“. – „გარკვეული დრო დამჭირდება ბალახზე ადაპტირებისთვის. ამისთვის, მინიმუმ ორ საჩვენებელ მატჩს გავმართავ. ეს საშუალებას მომცემს შევამოწმო ჩემი თამაშის გარკვეული ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტები“.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ „როლან გაროსზე“ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში წააგო ავსტრიელ დომინიკ ტიმთან.