ჯოკოვიჩი უიმბლდონამდე არ ითამაშებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩი უიმბლდონამდე არ ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის წინ არც ერთ ტურნირში არ ითამაშებს, – იტყობინება ინტერნეტგამოცემა Sportklub.rs.

როლან გაროსის მეოთხედფინალში ესპანელ რაფაელ ნადალთან წაგების შემდეგ, სერბი ჩოგბურთელი ბელგრადში გაემგზავრა, დღეისთვის კი მონტენეგროში იმყოფება. უახლოეს დღეებში ჯოკოვიჩი ლონდონში გაემგზავრება, სადაც დაიწყებს მზადებას „დიდი სლემის“ მესამე ტურნირისთვის.

ნოვაკი უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონია. მას ეს ტურნირი ექვსჯერ აქვს მოგებული. წელს უიმბლდონი 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.