ჯოკოვიჩი ტოკიოს ტურნირის მეოთხედფინალშია
ჯოკოვიჩი ტოკიოს ტურნირის მეოთხედფინალშია

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წარმატებით დაძლია ტოკიოს ტურნირის მეორე წრე. მერვედფინალურ ეტაპზე მას საათი და 35 წუთი დასჭირდა მასპინძელ გო სოედას დასამარცხებლად – 6:3, 7:5. მსოფლიოს პირველი ჩოგანი წელს მე-12 ტურნირს თამაშობს და მეცხრედ გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპამდე.

წესით, ჯოკოვიჩს ნაკლები დრო უნდა დაეხარჯა მოსაგებად, მაგრამ მეორე სეტში 5:3-ზე მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო. სოედამ მოახერხა უკუბრეიკის შესრულება, თუმცა მაინც ვერ მივიდა ტაი-ბრეიკამდე – ნოვაკმა მე-12 გეიმში მეოთხე მატჩბოლიდან შეძლო მოგება.

ჯოკოვიჩმა 12-დან ოთხი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო, სოედამ – ოთხიდან ერთის.

მეოთხედფინალში სერბი ფრანგ ლუკა პუიეს შეხვდება, რომელმაც ანგარიშით 6:1, 6:2 გაანადგურა ტურნირის მეორე ნომერი ნიშიოკა.