ჯოკოვიჩი - შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო როლან გაროსზე #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ, შესაძლოა, ბოლოჯერ ითამაშა საფრანგეთის ღია პირველობაზე.
ნახევარფინალში 38 წლის სერბი სამ სეტში დამარცხდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, იტალიელ იანიკ სინერთან – 4:6, 5:7, 6:7(3).
„შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო როლან გაროსზე. ვისურვებდი აქ გამოსვლის გაგრძელებას, მაგრამ ერთი წელი დროის ძალიან დიდი მონაკვეთია ჩემი კარიერის ამ ეტაპზე. ასე რომ, დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ კიდევ დავბრუნდები აქ“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.