ჯოკოვიჩი როლან გაროსის გამარჯვებულია #1TVSPORT
ჯოკოვიჩი როლან გაროსის გამარჯვებულია #1TVSPORT

საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული, რეიტინგის პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ფინალში მან ბერძენი სტეფანოს ციციპასი ხუთსეტიან დაპირისპირებაში დაამარცხა.( 6:7 2:6 6:3 6:2 6:4).

პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ ჯოკოვიჩმა თავისი მტკიცე ხასიათი კიდევ ერთხელ გამოაჩინა და მატჩის შემოტრიალება შეძლო. როლან გაროსის მოგებით სერბმა დიდი სლემის ტურნირებზე მე-19 ტიტული მოიპოვა და დიდი სამეულიდან მხოლოდ მას აქვს ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე მინიმუმ ორი და მეტი გამარჯვება მოპოვებული.

ნოვაკი შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ესპანელ რაფაელ ნადალს მხოლოდ ერთი ტიტულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი გახდა მეექვსე ჩოგბურთელი, რომელმაც ღია ერაში დიდი სლემის ტურნირების ფინალში ორსეტიანი ჩამორჩენის შემოტრიალება მოახერხა. 2021 წლის როლან გაროსის საპრიზო ფონდი 34 367 215 ევრო იყო, 1 400 000 ჯოკოვიჩმა მიიღო, ფინალისტს კი 750 000 ერგო. 34 წლის სერბმა 2 000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.