ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელიც კარიერაში 150 მილიონს გამოიმუშავებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელიც კარიერაში 150 მილიონს გამოიმუშავებს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის დასრულების შემდეგ გახდება პირველი მოთამაშე მამაკაცთა პროფესიული ტურის ისტორიაში, რომელიც საპრიზო ჰონორარის სახით 150 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ტურნირის დაწყების წინ, ჯოკოვიჩს კარიერაში მიღებული ჰქონდა 149.8 მილიონი დოლარი. სერბი უკვე მეოთხედფინალშია და შესაბამისად, ლონდონურ ტურნირზე გამოსვლისთვის მინიმუმ 416 ათას დოლარს გამოიმუშავებს.

კარიერაში საპრიზო თანხის ოდენობით მეორე ადგილზეა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (130 მილიონი), მესამეზე – ესპანელი რაფაელ ნადალი (125 მილიონი), მეოთხეზე – ბრიტანელი ენდი მარეი (62 მილიონი).