ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის ფინალში შაპოვალოვს დაუპირისპირდება
ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის ფინალში შაპოვალოვს დაუპირისპირდება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ATP ტურის 1000-იანი სერიის მასტერსის ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ხვალ, ფინალში, ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და დენის შაპოვალოვი შეხვდებიან.

დიდი სლემის ტურნირების 16-გზის გამარჯვებულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში, ორ სეტში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა, ხოლო კანადელი სპორტსმენი ფინალში უბრძოლველად გავიდა.

საქმე იმაშია, რომ ესპანელმა რაფაელ ნადალმა ტრავმის გამო ნახევარფინალში ასპარეზობაზე უარი განაცხადა.