ჯოკოვიჩი ნადალისა და ფედერერის შედეგების გაუმჯობესებაზე ოცნებობს
ჯოკოვიჩი ნადალისა და ფედერერის შედეგების გაუმჯობესებაზე ოცნებობს

მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ, სდრიან ჯოკოვიჩმა საკუთარი ვაჟის ამბიციების შესახებ ილაპარაკა.

„ის ოცნებობს იმაზე, რომ კარიერის ბოლოსთვის, რომელიც კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის მიღწევები გააუმჯობესოს. ნოვაკი, უბრალოდ, ძალიან კარგი და ამბიციურია იმისთვის, რომ ამას ვერ მიაღწიოს. რომ არა იდაყვის ტრავმა, ის ერთ ნაბიჯში იქნებოდა თავის მიზანთან. ახლა, მას ორი ნაბიჯი უკლია. დამიჯერეთ, ის წარმატებას მიაღწევს,“ – განაცხადა უფროსმა ჯოკოვიჩმა „ტენისნაუსთან“ (Tennisnow) კომენტარში.

ცოტა ხნის წინ, ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა და „დიდი სლემის“ მე-15 ტიტული მოიგო. ნადალს 17 ასეთი გამარჯვება აქვს, ფედერერს – 20.