ჯოკოვიჩი - ნადალის ფინალის მოლოდინში
ჯოკოვიჩი - ნადალის ფინალის მოლოდინში

ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალი მამაკაცთა შორის დღეს გაიმართება. მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ ჩოგბურთელების შესახებ.

ნადალს შეუძლია გახდეს პირველი ჩოგბურთელი Open Era-ში ვინც ორჯერ შეკრავს კარიერულ გრან სლემს. თუ რაფა დღეს მოიგებს, მას ყველა სლემზე ორი ან მეტი გამარჯვება ექნება.

თუ დღეს ჯოკოვიჩი გაიმარჯვებს მისთვის ეს რიგით მეშვიდე AO-ს ტიტული იქნება, რაც განაპირობებს როჯერ ფედერერის ჩამოტოვებას, რომელსაც ავსტრალია ექვსჯერ აქვს მოგებული. ასევე ნოვაკი სლემების ოდენობით სამპრასს გადაასწრებს. ამ დროისთვის ორივეს 14-14 სლემი აქვთ აქტივში.

2013 წლის ბეიჯინგიდან 2016 წლის რომის ჩათვლით ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალს 12 შეხვედრიდან 11 შეხვედრაში მოუგო. 2013-მდე რაფა ურთიერთშეხვედრებში 14-4 იყო წინ. ახლა კი ნოვაკის სასარგებლოდ 27-25 არის.

ნოვაკს და რაფას ბოლო 35 სლემიდან 24 აქვთ მოგებული. რაფა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სეტ წაუგებლად გავიდა. ნოვაკს ავსტრალიაში ფინალი არასდროს წაუგია.

შეგახსენებთ, რომ ფინალი დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.