ჯოკოვიჩი - ნადალი ისტორიას ქმნის
ჯოკოვიჩი - ნადალი ისტორიას ქმნის

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აღფრთოვანებული დარჩა აშშ-ის ღიას ფინალით ესპანელ რაფაელ ნადალსა და რუს დანიილ მედვედევს შორის და ორივე ჩოგბურთელს მიულოცა ბრწყინვალე თამაში საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით.

„ვულოცავ რაფას იმის გამო, რომ ქმნის ისტორიას ჩვენს სპორტში. მან საოცარი საბრძოლო სული გამოავლინა. და ვულოცავ მედვედევს დაუჯერებელ ზაფხულს აშშ-ის ჰარდის ტურნირებზე. მას შეუძლია საკუთარი თავით იამაყოს. ძალიან ყოჩაღები ხართ, ბიჭებო. მადლობა ფანტასტიკური მატჩისთვის“.