ჯოკოვიჩი მონფისის მეცხრამეტეჯერ დამარცხებას შეეცდება – ჩოგბურთი

12:46, 28.02.2020
Tennis - Australian Open - Rod Laver Arena, Melbourne, Australia, January 18, 2018. Novak Djokovic of Serbia embraces Gael Monfils of France after Djokovic won their match. REUTERS/Thomas Peter

Tennis - Australian Open - Rod Laver Arena, Melbourne, Australia, January 18, 2018. Novak Djokovic of Serbia embraces Gael Monfils of France after Djokovic won their match. REUTERS/Thomas Peter

სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. პირველ წრეში ჯოკოვიჩის მეტოქე ტუნისელი მალიკ ჟაზირი იყო, რომელიც სერბმა ძალიან იოლად, ანგარიშით 6:1, 6:2 დაამარცხა. მეორე წრეში ნოვაკი ვეტერან გერმანელ ჩოგბურთელს ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 6:1 გაიმარჯვა.

გუშინ მსოფლიოს პირველი ჩოგანი 1/4 ფინალში რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდა და ადვილად,ანგარიშით 6:2 6:2 დაამარცხა. სერბი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ გაელ მონფისს დაუპირისპირდება.

მოტოქეები ერთმანეთს 18-ჯერ შეხვედრიან და ყველა ამ შეხვედრაში ჯოკოვიჩმა იმარჯვა. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს დანიელ ევანსი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.

 

მსგავსი