ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალამდე მივიდა

20:04, 09.05.2019

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალში გააღწია. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ფრანგ ჟერემი შარდის ხვდებოდა.

ჩოგბურთელებმა ორი განსხვავებული სეტი ჩაატარეს. პირველ პარტიაში ჯოკოვიჩი დომინირებდა. მან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და 5:0 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიმუშავა შარდიმ პირველი ბრეიკ-პოინტები და მოიგო პირველი გეიმი, თუმცა, სეტი ვერ გადაარჩინა.

მეორე სეტში ფრანგმა ძალიან კარგად ითამაშა საკუთარ გეიმებში და ჯოკოვიჩი ერთხელაც არ მიუშვა ბრეიკ-პოინტამდე. შარდის სეტის მოგების შანსიც ჰქონდა, როცა მეათე გეიმში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც თან სეტბოლიც იყო, მაგრამ ჯოკოვიჩმა გადაარჩინა გეიმი და პარტია, რის შემდეგაც, ტაი-ბრეიკი იოლად მოიგო.

საათსა და 27 წუთში ნოვაკმა 6:1, 7:6(2) მოიგო და მეოთხედფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება.

მსგავსი