ჯოკოვიჩი ინდიან უელსის „მასტერსზე“ თამაშს არ გამორიცხავს
ჯოკოვიჩი ინდიან უელსის „მასტერსზე“ თამაშს არ გამორიცხავს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა, დაგეგმილ ვადაზე ადრე დაბრუნდეს კორტზე.

30 წლის ჩოგბურთელი ლას ვეგასში ვარჯიშობს და დაინტერესებულია ინდიან უელსის „მასტერსზე“ გამოსვლით.

უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, ნოვაკს სამედიცინო გამოკვლევა ელოდება, რომლის შედეგების მიხედვით გახდება ცნობილი – შეძლებს თუ არა სერბი ტურნირზე გამოსვლას, რომელიც 6 მარტს იწყება.

სხვათა შორის, ხუთი მოგებით ჯოკოვიჩი რეკორდსმენია ინდიან უელსის “მასტერსზე” გამარჯვებების რაოდენობით.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში ჯოკოვიჩმა დაზიანებულ იდაყვზე ოპერაცია გადაიტანა. ცოტა ხნის წინ, მამამისმა განაცხადა, რომ ნოვაკი პროფესიულ ტურს მაისში დაუბრუნდება.