ჯოკოვიჩი - ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ყველაზე დიდი მეტოქე უდიადეს მოთამაშეს მიწოდებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩი - ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ყველაზე დიდი მეტოქე უდიადეს მოთამაშეს მიწოდებს #1TVSPORT

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კომენტარი გააკეთა რაფაელ ნადალის სიტყვებზე. ესპანელმა ჩოგბურთელმა ნოვაკს ჩოგბურთის ისტორიაში უდიადესი მოთამაშე უწოდა.

– ნადალმაც კი ისტორიაში უდიადესი ჩოგბურთელი გიწოდათ…

– არ ვაპირებ იმაზე ლაპარაკს, რომ ისტორიაში საუკეთესო ვარ. ამას მე არ უნდა ვამბობდე. ამაზე ლაპარაკს სხვებს დავუტოვებ. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩემი ყველაზე დიდი მეტოქე ასეთ რამეებს ამბობს, მაგრამ ამ დისკუსიას სხვებს დავუტოვებ.

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩოგბურთელი, რომელმაც თავისი სახელი დატოვა ჩოგბურთის ისტორიაში. მაგრამ ეს არ არის ჩემი პრიორიტეტი. კონცენტრირებული უნდა ვიყო იმაზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.