ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალში დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალში დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება

ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს „დიდი სლემის“ ტურნირების 16-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი შეხვდებიან.

2014 წლიდან მოყოლებული მეტოქეები ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. ანგარიში სერბის სასარგებლოდაა – 7:4. აღსანიშნავია, რომ მათი ბოლო ორი შეხვედრიდან, ორივე ავსტრიელის სასარგებლოდ დასრულდა. ტიმმა ჯოკოვიჩი ჯერ 2019 წლის „როლან გაროსისის“  ნახევარფინალში, ხოლო შემდეგ ლონდონში, წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შვიდგზის გამარჯვებულია, ტიმმა კი „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.

შეხვედრა ორ თებერვალს, თბილისის დროით 12.30 საათზე დაიწყება.