ჯოკოვიჩი ATP Cup-ზე არ ითამაშებს 1TVSPORT
ჯოკოვიჩი ATP Cup-ზე არ ითამაშებს 1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდურ საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც ATP-ის თასი ჰქვია. ამის შესახებ წერს გამოცემა Blicsport.

ჯოკოვიჩმა არ განმარტა უარის მიზეზები. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება სერბი ჩოგბურთელის მონაწილეობა 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამ გაურკვევლობის მიზეზი ის არის, რომ დღედე უნობია – გაიარა თუ არა ნოვაკმა კორონავირუსზე ვაქცინაცია. ცნობილია, რომ ავსტრალიის ღიაზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ არავაქცინირებული მოთამაშეები. ამ ტურნირთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ჯოკოვიჩი დეკემბრის ბოლოს გამოაცხადებს. დღეისთვის ის ბელგრადში ვარჯიშობს.

ATP-ის თასი პირველ იანვარს დაიწყება. სერბეთის ნაკრებში შედიან: ფილიპ კრაინოვიჩი, დუშან ლაიოვიჩი, მატეი საბანოვი, ნიკოლო ჩაჩიჩი და ნიკოლო მილოვიჩი. გუნდის მწვრთნელი იქნება ვიქტორ ტროიცკი.