ჯოკოვიჩი აშშ-ის ღიაზე ერთი პირობით ითამაშებს
ჯოკოვიჩი აშშ-ის ღიაზე ერთი პირობით ითამაშებს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაასახელა პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში ითამაშებს სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის ღია პირველობაზე.

ჯოკოვიჩი გამოვა „დიდი სლემის“ ამერიკულ ტურნირზე, თუ მისი დასრულების შემდეგ ევროპაში დაბრუნებულს 14 დღის განმავლობაში კარანტინის გავლას არ მოთხოვენ, – წერს ესპანური გაზეთი „მარკა“.

თუ კარანტინი არ გაუქმდება, მაშინ ნიუ იორკში მყოფ ჩოგბურთელებს მოუწევთ მადრიდსა და რომში გრუნტის „მასტერსების“ გამოტოვება. ეს ტურნირები წინ უძღვის „როლან გაროსს“. ჯოკოვიჩი იმედოვნებს, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) ამ პრობლემას ივლისის ბოლომდე გადაწყვეტს.
კორონავირუსის პაუზის შემდეგ პირველ ტურნირს 14 აგვისტოდან ვაშინგტონი უმასპინძლებს. აშშ-ის ღიას სტარტი 31 აგვისტოსთვის არის დანიშნული.