ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობას (29 აგვისტო – 11 სექტემბერი) გამოტოვებს. 35 წლის სერბი ჩოგბურთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის და ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის გამონაკლისს არ დაუშვებს.

ჯოკოვიჩმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი აცრას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ იგივე მიზეზით მან წლის პირველი დიდი სლემიც (ავსტრალიის ღია პირველობა) გამოტოვა. ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი კანონს არ დაარღვევენ.