ჯოელ ემბიდმა სეზონი ნაადრევად დაასრულა #1TVSPORT
ჯოელ ემბიდმა სეზონი ნაადრევად დაასრულა #1TVSPORT

„ფილადელფია სიქსერზის“ ცენტრი ჯოელ ემბიდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია ESPN-ის ჟურნალისტმა, შემს ჩარანიამ გაავრცელა.

ემბიდს მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. ამის შემდეგ „ფილადელფიის“ ლიდერმა გადაწყვიტა, ვადაზე ადრე დაესრულებინა სეზონი.

მიმდინარე რეგულარულში ემბიდი, საშუალოდ, მატჩში 23.8 ქულას, 8.2 მოხსნასა და 4.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. კალათბურთელმა შარშანდელ სეზონში 82-დან მხოლოდ 39 მატჩი ჩაატარა, რისი მიზეზიც ასევე მუხლის ტრავმა იყო.