ჯოელ ემბიდმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო - NBA-ის ვარსკვლავს პარიზი 2024-ზე საფრანგეთის ნაკრებში თამაში სურს #1TVSPORT
ჯოელ ემბიდმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო - NBA-ის ვარსკვლავს პარიზი 2024-ზე საფრანგეთის ნაკრებში თამაში სურს #1TVSPORT

„ფილადელფია სიქსერზის“ ვარსკვლავურმა ცენტრმა ჯოელ ემბიდმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

როგორც გაზეთი „ეკიპი“ წერს, 2021-22 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო მოქალაქეობის მიღების პროცედურა. წარმოშობით კამერუნელ კალათბურთელს სურს საფრანგეთის ნაკრებში ითამაშოს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც პარიზში გაიმართება,

აღნიშნავენ, რომ ემბიდისთვის ოფიციალურად საფრანგეთის პასპორტის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 5 ივლისს მიიღეს.