ჯოელ ემბიდი - მე ლიგაში ყველაზე ძნელად გასაჩერებელი მოთამაშე ვარ [ვიდეო]
ჯოელ ემბიდი - მე ლიგაში ყველაზე ძნელად გასაჩერებელი მოთამაშე ვარ [ვიდეო]

ჯოელ ემბიდს „ბოსტონთან“ მოგებულ მატჩში მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა. კამერუნელმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 41:10 წუთში – 37 ქულა, 22 მოხსნა, 4 გადაცემა, ჩაჭრა და დაფარება დააგროვა. რა თქმა უნდა, ის ამ შედეგით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

თუმცა, ის რაც ჯოელმა მატჩის შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ნათქვამია. ემბიდმა საკუთარ თავს ლიგის ყველაზე დომინანტური და შეუჩერებელი მოთამაშე უწოდა.