ჯოელ ემბიდი და კარლ ენტონი ტაუნსი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ჯოელ ემბიდი და კარლ ენტონი ტაუნსი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ერთერთ შეხვედრაში ინციდენტი მოხდა. „ფილადელფიასა” და „მინესოტას” მატჩის მიმდინარეობისას გუნდების ცენტრებმა პარკეტზე ხელჩართული ჩხუბი გამართეს.

ჯოელ ემბიდი და კარლ ენტონი ტაუნსი მომხდარის გამო, რა თქმა უნდა, მოედნიდან გააძევეს. როგორც ირკვევა, სადისციპლინო კომიტეტმა კალათბურთელები ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნული შეხვედრა „სიქსერსმა” 117-95 მოიგო.