ჯოელ ემბიიდმა „მაიამის“ 45 ქულა ჩაუგდო, „ფილადელფიამ“ ოვერტაიმში მოიგო – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
13 იანვარს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 7-დან 6 მატჩი ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ „ჩიკაგოსა“ და „ბოსტონს“ შორის შეხვედრა კორონავირუსის პროტოკოლის გამო გადაიდო. ამ მხრივ ლიგაში რთული ვითარებაა, COVID-19-ის გამო უკვე მე-4 შეხვედრა ჩაიშალა. ასევე არ ჩატარდება „ვაშინგტონსა“ და „იუტას“ შორის მატჩი, რომელიც 14 იანვარს გამთენიისას უნდა გამართულიყო და „ბოსტონსა“ და „ორლანდოს“ შორის შეხვედრა, რომელიც 16 იანვარს იყო ჩანიშნული.
რაც შეეხება გუშინდელ თამაშებს, საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართლა ფილადელფიაში, სადაც 8 კაცით დარჩენილი „მაიამი ჰიტი“ „სიქსერსს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში დამარცხდა. დოკ რივერსის გუნდიდან გამორჩეულად კარგად ითამაშა ჯოელ ემბიიდმა, რომელმაც თავის გუნდს წარმატებით ულიდერა. კამერუნელმა ცენტრმა, მაშინ როცა მისი გუნდი 2 ქულით აგებდა და თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამი იყო დარჩენილი, ორქულიანი ისროლა, ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. ემბიიდმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და 45 ქულასა და 16 მოხსნასთან ერთად, 4 პასიც დააგროვა. რაც შეეხება „მაიამის“, ლიდერების გარეშე დარჩენილ გუნდში საუკეთესო ტაილერ ჰირო იყო, რომელმაც 34 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:
ფილადელფია-მაიამი 137:134
https://www.youtube.com/watch?v=S1_K-qsrG2o
ბრუკლინი-დენვერი 122:116
https://www.youtube.com/watch?v=Addeu6_4NXQ
კლივლენდი-იუტა 87:117
https://www.youtube.com/watch?v=TGV3RiImFhM
ჰიუსტონი-ლეიკერსი 100:117
https://www.youtube.com/watch?v=KB8XjUESiHU
ოკლაჰომა-სან ანტონიო 102:112
https://www.youtube.com/watch?v=34_SzhsVBys
გოლდენ სტეიტი-ინდიანა 95:104
https://www.youtube.com/watch?v=N8gmlqjk6aU