გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარი „ლაიფციგი“ ინგლისური „სანდერლენდის“ 19 წლის ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის ძმის, ჯობ ბელინგემის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
გერმანული „სკაის“ ინფორმაციით, „ლაიფციგმა“ ტრანსფერთან დაკავშირებით ინგლისურ კლუბს უკვე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით კლუბისთვის ბელინგემის ფასი მიუღებელია.
ჯობ ბელინგემს „სანდერლენდთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისის ჩათვლით აქვს გაფორმებული. „ლაიფციგის“ გარდა, მის გადასაბირებლად ზაფხულში ინგლისური კლუბებიც იბრძოლებენ.