მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის უმცროსი ძმა ჯობ ბელინგემი ახლოს არის „დორტმუნდში“ გადასვლასთან.
19 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა ასევე „აინტრახტისა“ და „ლაიპციგის“ ყურადღება მიიპყრო, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა იმ კლუბში გადასვლა, რომელშიც „რეალში“ ტრანსფერამდე მისი უფროსი ძმა თამაშობდა.
გაზეთ The Times-ის ინფორმაციით, გარიგება ძალიან ახლოს არის დასრულებასთან. უმცროსი ბელინგემის ამჟამინდელი კლუბი „სანდერლენდი“ 25 მილიონ ფუნტს მიიღებს.
ინგლისის ჩემპიონშიფის წლევანდელ გათამაშებაში ბელინგემმა 43 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.