მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის უმცროსი ძმა ჯობ ბელინგემი „დორტმუნდთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ გერმანული კლუბი „სანდერლენდის“ ნახევარმცველს 33+5 მილიონ ევროდ შეიძენს.
Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ბელინგემი გერმანიაში სამშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ინგლისელი ფეხბურთელი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც ჯობის ხელფასი წელიწადში 3.5 მილიონი ევრო იქნება, გამოსასყიდ თანხას არ მიუთითებენ.
გასულ სეზონში ჩემპიონშიფის გათამაშებაში უმცროსმა ბელინგემმა 43 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.