ჯობ ბელინგემი დორტმუნდის „ბორუსიის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ჯობ ბელინგემი დორტმუნდის „ბორუსიის“ ფეხბურთელია #1TVSPORT

ჯუდ ბელინგემის უმცროსი ძმა, ჯობ ბელინგემი დორტმუნდის „ბორუსიის“ ფეხბურთელია.

19 წლის ფეხბურთელი გერმანულმა კლუბმა „სანდერლენდიდან“ 27 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა და მასთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.

ჯობ ბელინგემი გასულ სეზონში „სანდერლენდის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და გუნდის პრემიერლიგაში დაწინაურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლამდე მისი ძმა, ჯუდ ბელინგელიმ „ბორუსიის“ ღირსებას იცავდა.