ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მას ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდით“ მკურნალობენ.

ჯო ბაიდენი სრულად არის ვაქცინირებული და გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი ბუსტერდოზა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მას ძალიან მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციის პერიოდს თეთრ სახლში გაატარებს, რა დროსაც გააგრძელებს მოვალეობების შესრულებას. ის დაგეგმილ შეხვედრებში ტელეფონით ან ონლაინრეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.