ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეცდომით დონალდ ტრამპად მოიხსენა

05:44, 12.07.2024

ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეცდომით დონალდ ტრამპად მოიხსენა.

„მე არ ავირჩევდი ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს ვიცე-პრეზიდენტად, რომ არ ჰქონოდა პრეზიდენტის კვალიფიკაცია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, რამდენიმე საათით ადრე ნატო-ს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენისას მას შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა.

მსგავსი