ჯო ბაიდენმა კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე განსაკუთრებული წესების შემოღებას მხარი დაუჭირა
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე განსაკუთრებული წესების შემოღებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე განსაკუთრებული წესების შემოღებას მხარი დაუჭირა. ამ ტიპის გამონაკლისი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების პატენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რაც მედიკამენტების წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბაიდენის ინიციატივას გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი და გადაწყვეტილებას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი მომენტი“ უწოდა.