ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ე.წ. ლენდ ლიზის აქტს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს გაამარტივებს
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ე.წ. ლენდ ლიზის აქტს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს გაამარტივებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დაცვის ე.წ. ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ლენდ ლიზის პროგრამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს გაამარტივებს.

28 აპრილს აშშ-ის კონგრესმა ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს.

ლენდ ლიზის პროგრამა აშშ-მა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა.