ჯო ბაიდენმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების ახალი მემორანდუმი, რომელიც ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი თანამშრომლობის წინააღმდეგ არის მიმართული
ჯო ბაიდენმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების ახალი მემორანდუმი, რომელიც ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი თანამშრომლობის წინააღმდეგ არის მიმართული

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების ახალი მემორანდუმი, რომელიც ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი თანამშრომლობის წინააღმდეგ არის მიმართული.

ვარაუდობენ, რომ დოკუმენტი უნდა გახდეს საგზაო რუკა ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისთვის ოთხი ქვეყნის დაახლოების წინააღმდეგ, რომლებსაც შეერთებული შტატების ოპონენტებსა და კონკურენტებს უწოდებენ.

როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ საიდუმლო მემორანდუმი არ გახდება საჯარო მისი ზოგიერთი დასკვნის გამო.

დოკუმენტი მოიცავს ოთხ რეკომენდაციას. ესენია: აშშ-ის მთავრობის უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესება; მოკავშირეებთან ინფორმაციის გაზიარების დაჩქარება ოთხი მოწინააღმდეგის შესახებ; აშშ-ის მთავრობის მიერ სანქციებისა და სხვა ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენების განსაზღვრა მაქსიმალური ეფექტიანობისთვის და მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებული ერთდროული კრიზისების მართვისთვის მზადების გაძლიერება.