ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა საზოგადოებას მიმართეს
Vice President-elect Kamala Harris holds hands with President-elect Joe Biden and her husband Doug Emhoff as they celebrate Saturday, Nov. 7, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Andrew Harnik)
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა.
ბაიდენის თქმით, მან ამომრჩევლის 75 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
„სიენენის“ ცნობით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკელებმა მას სუფთა და დამაჯერებელი გამარჯვება მიანიჭეს.
ბაიდენის თქმით, ის იქნება გამაერთიანებელი პრეზიდენტი და არა პირიქით, გამყოფი.
„დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა მიმართვისას განაცხადა, რომ მისი მიზანი არის, „ამერიკას კვლავ პატივს სცემდნენ მსოფლიოში“.
ამასთან, საზოგადოებას მიმართა არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს რეკორდული აქვივობისთვის.