ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს
ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ბაიდენთან 45-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აღნიშნავს, რომ ორმა ლიდერმა ომის ყველა მიზნის მისაღწევად ისრაელის ვალდებულებაზე ისაუბრა.

„დღეს საღამოს ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ჩვენ განვიხილეთ ომის ბოლოდროინდელი განვითარება, მათ შორის ისრაელის ვალდებულება, მიაღწიოს ყველა საომარ მიზანს: „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარასოდეს შეუქმნის საფრთხეს ისრაელს, ამავდროულად, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

15 თებერვლის შემდეგ ეს ლიდერებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო.