ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდი ოფიციალურად წარადგინა
ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდი ოფიციალურად წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდი ოფიციალურად წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაცია თეთრის სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნულანდის კანდიდატურა სენატს გადაეგზავნა, სადაც შესაბამისი კომიტეტი დანიშნავს მოსმენას, რომელზეც მას კანონმდებლების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

ვიქტორია ნულანდი 2013-2017 წლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.