ჯო ბაიდენმა ASEAN-ის ლიდერებთან გამართულ პირველ სამიტზე განაცხადა, რომ დაიწყო ახალი ერა აშშ-სა და 10 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკს შორის ურთიერთობებში
ჯო ბაიდენმა ASEAN-ის ლიდერებთან გამართულ პირველ სამიტზე განაცხადა, რომ დაიწყო ახალი ერა აშშ-სა და 10 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკს შორის ურთიერთობებში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პირველ სამიტზე განაცხადა, რომ ეს არის „ახალი ეპოქის“ დაწყება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და 10 ერისგან შემდგარ ბლოკს შორის ურთიერთობებში.

ბაიდენის თქმით, მომავალი 50 წლის განმავლობაში სამყაროს დიდი ისტორია დაიწერება ASEAN-ის ქვეყნებში და ოფიციალური ვაშინგტონის ურთიერთობა ამ სახელმწიფოებთან არის მომავალი მომდევნო წლებში და ათწლეულებში.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას – ახალ ერას – აშშ-სა და ASEAN-ის ურთიერთობებში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ASEAN-ის ჯგუფში შედიან ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი.