ჯო ბაიდენი – წარმოუდგენელი ტანჯვისა და გაურკვევლობის შემდეგ, რუსეთში დაკავებული ამერიკელები არიან უსაფრთხოდ, თავისუფლები და მიემგზავრებიან თავიანთ ოჯახებთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად გათავსუფლებული ამერიკელების პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ევან გერშკოვიჩის, ალსუ კურმაშევასა და პოლ უილანის ფოტო ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ერთად თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული.
„წარმოუდგენელი ტანჯვისა და გაურკვევლობის შემდეგ, რუსეთში დაკავებული ამერიკელები არიან უსაფრთხოდ, თავისუფლები და მიემგზავრებიან თავიანთ ოჯახებთან“, – დაწერა ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში.
ამასთან, ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა ოვალურ კაბინეტში გადაღებული ფოტო, სადაც ის გათავისუფლებული ამერიკელების ოჯახის წევრებთან ერთად არის, რომლებიც გათავისუფლებულ ახლობლებს ტელეფონით ესაუბრებიან.
„დღეს მე ვიდექი პოლის, ევანის, ალსუსა და ვლადიმირის ოჯახის წევრებთან ერთად ოვალურ კაბინეტში, როდესაც ისინი თავიანთ საყვარელ ადამიანებს თავისუფლების მოპოვების შემდგომ პირველად ესაუბრებოდნენ. ამ ოჯახებს არასდროს დაუკარგავთ იმედი“, – წერს ბაიდენი.
After enduring unimaginable suffering and uncertainty, the Americans detained in Russia are safe, free, and have begun their journeys back into the arms of their families. pic.twitter.com/1rYNBTt9tJ
— President Biden (@POTUS) August 1, 2024