ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, არსებობს რეალური პერსპექტივა აშშ-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის
ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, არსებობს რეალური პერსპექტივა აშშ-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის

ვფიქრობ, არსებობს რეალური პერსპექტივა აშშ-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, მომდევნო თვეები იქნება ერთგვარი ტესტი, შეძლებს თუ არა დღევანდელი დისკუსია დააახლოოს ქვეყნები პროგრესთან. აშშ-ის პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ 3-6 თვის შემდეგ, მათ უნდა შეაფასონ, გამოვიდა თუ არა ყველაფერი ისე, რაზეც შეთანხმდნენ, რომ დასხდებოდნენ და იმუშავებდნენ; მიუახლოვდნენ თუ არა მნიშვნელოვანი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებებსა და პროგრესს.

„ეს იქნება ტესტი. მე არ ვამბობ, რადგან მე და პუტინი შევთანხმდით, რომ შევასრულებთ ამას, მოულოდნელად ეს ყველაფერი იმუშავებს. მე ვამბობ, რომ ვფიქრობ, არსებობს რეალური პერსპექტივა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ნებისმიერი რამის დათმობის გარეშე“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ბაიდენის თქმით, ყველაზე უკანასკნელი, რაც რუსეთის პრეზიდენტს სურს, ეს ახალი ცივი ომია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის იარაღს დაყრის.

„მივანიშნე მას, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი კიბერშესაძლებლობები და მან იცის ეს. მან ზუსტად არ იცის, თუ რა არის ეს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. თუ ისინი დაარღვევენ ამ ძირითად ნორმებს, ჩვენ ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ცივი ომი ყველაზე ბოლოა, რასაც ის ახლა ისურვებდა. არ მგონია, რომ მას აშშ-სთან ცივი ომი სურდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის ასევე ფიქრობს, პუტინს აშფოთებს აზრი, რომ აშშ-ს მისი ჩამოგდება სურს.