ჯო ბაიდენი თელ ავივში გაემგზავრა
ჯო ბაიდენი თელ ავივში გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თელ ავივში გაემგზავრა. ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის პრეზიდენტი იორდანიაში ეგვიპტელ და პალესტინელ ლიდერებთან ერთად სამიტს უნდა დასწრებოდა, თუმცა ღაზის ცენტრში საავადმყოფოს აფეთქების გამო იორადიინის მეფემ აღნიშნული სამიტი გააუქმა. შესაბამისად, ბაიდენი ახლა მხოლოდ თელ ავივს ეწვევა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტისას ბაიდენი „მიიღებს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ომის მიზნებისა და სტრატეგიის შესახებ“.