ჯო ბაიდენი - სამხედროები გააცილებენ ტრამპს, თუ არჩევნებს წააგებს და წასვლაზე უარს იტყვის
ჯო ბაიდენი - სამხედროები გააცილებენ ტრამპს, თუ არჩევნებს წააგებს და წასვლაზე უარს იტყვის

სამხედროები გააცილებენ ტრამპს, თუ არჩევნებს წააგებს და წასვლაზე უარს იტყვის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ღელავს, რომ დონალდ ტრამპი ნოემბერში დაგეგმილი საპეზიდენტო არჩევნების „მოპარვას“ შეეცდება, თუმცა წაგებისა და შედეგების არაღიარების შემთხვევაში, თეთრი სახლიდან ტრამპს სამხედროები გააცილებენ.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიღებული ზომების გამო, დონალდ ტრამპი არაერთმა ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა გააკრიტიკა.