ჯო ბაიდენი - პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი არის „არა რუსეთის წინააღმდეგ“, არამედ „ამერიკელი ხალხისთვის“
ჯო ბაიდენი - პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი არის „არა რუსეთის წინააღმდეგ“, არამედ „ამერიკელი ხალხისთვის“

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ორ ლიდერს „უნიკალური პასუხისმგებლობა ეკუთვნით ორ ძლიერ და ამაყ ქვეყანას შორის ურთიერთობების წარმათვაში, ურთიერთობაში, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს“.

„იქ, სადაც განსხვავებები გვაქვს, მსურს პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ; როგორ ვპასუხობთ ამერიკის ინტერესებზე მოქმედ სხვადასხვა მოქმედებებს. მე პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთს ან ვინმე სხვას არ ეწინააღმდეგება, ეს მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვისაა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი დღის წესრიგში შედის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, აშშ-ის ეკონომიკის აღდგენა, მოკავშირეებთან ურთიერთობების აღდგენა და ამერიკელების დაცვა.

დატოვე კომენტარი