ჯო ბაიდენი – ნათლად განვუცხადე ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ერთადერთი პასუხია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად

09:56, 16.11.2023
Biden'Israel Palestinians World Reaction

Biden'Israel Palestinians World Reaction

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ნათლად განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ერთადერთი პასუხია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და რომ ღაზის ოკუპაცია „დიდი შეცდომა“ იქნებოდა.

ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აშშ სამხედროებს გაგზავნის.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუდმივად მუშაობს ამ საკითხზე და არ გაჩერდება, ვიდრე მძევლები, მათ შორის სამი წლის ამერიკელი ბავშვი, არ გათავისუფლდებიან.

მისივე თქმით, არარეალურია მოლოდინი, რომ ისრაელი შეაჩერებს თავის სამხედრო მოქმედებებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც „ჰამასის“ მაღალი რანგის ოფიციალური პირები ისრაელზე თავდასხმით იმუქრებიან.

„ჰამასმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ისევ გეგმავენ ისრაელზე თავდასხმას, როგორც ეს ადრე გააკეთეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი