ჯო ბაიდენი - მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება შესაძლოა, რეგიონში უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტად იქცეს, ამიტომ მესამე მხარეები ამ კონფლიქტში არ უნდა ჩაერიონ
ჯო ბაიდენი - მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება შესაძლოა, რეგიონში უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტად იქცეს, ამიტომ მესამე მხარეები ამ კონფლიქტში არ უნდა ჩაერიონ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირებას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებით შეშფოთებულია და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

„აშშ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე მეტ დამკვირვებლებს უნდა ითხოვდეს, რუსეთს უნდა მოუწოდებდეს, შეწყვიტოს ორივე მხარისთვის ცინიკურად იარაღის მიწოდება, მაშინ, როდესაც ის ჩვენს უსაფრთხოების მხარდაჭერის პროგრამებს აფასებს, რათა შეამოწმოს სამხედრო რესურსები შეტევის მიზნით არ გამოიყენებოდეს სადმე“, – აცხადებს ბაიდენი.

პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური სამსახურები, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, რათა შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

„მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამხედრო დაპირისპირება შესაძლოა, რეგიონში უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტად იქცეს, ამიტომ მესამე მხარეები ამ კონფლიქტში არ უნდა ჩაერიონ, ხოლო მინსკის ჯგუფმა ვითარების დეესკალაცია და მოლაპარაკებების განახლება უნდა სცადოს“, – აცხადებს ბაიდენი.