ჯო ბაიდენი - მივმართავ მათ, ვინც ხმა ტრამპს მისცა, მესმის, იმედგაცრუებული ხართ, მეც წამიგია რამდენჯერმე, მაგრამ მოდით, მივცეთ ერთმანეთს შანსი
ჯო ბაიდენი - მივმართავ მათ, ვინც ხმა ტრამპს მისცა, მესმის, იმედგაცრუებული ხართ, მეც წამიგია რამდენჯერმე, მაგრამ მოდით, მივცეთ ერთმანეთს შანსი

მივმართავ მათ, ვინც ხმა პრეზიდენტ ტრამპს მისცა, მესმის, რომ დღეს იმედგაცრუებული ხართ. მეც წამიგია რამდენჯერმე, მაგრამ მოდით, მივცეთ ერთმანეთს შანსი, – ამის შესახებ საზოგადოებისადმი მიმართვისას აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ბედს მის უკეთეს მხარეებსა და ბნელ იმპულსებს შორის მუდმივი ბრძოლა განსაზღვრავს.

„ის, თუ რას ამბობს პრეზიდენტი ამის თაობაზე, მნიშვნელოვანია. დროა, რომ ჩვენმა უკეთესმა მხარემ გაიმარჯვოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა მსოფლიოსთვის შუქურაა.

„ჩვენ ვიქნებით ლიდერები არა მხოლოდ ჩვენი ძალაუფლების მაგალითზე, არამედ ჩვენი ძლიერი მაგალითებითაც“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.