ჯო ბაიდენი მილუოკიში დაგეგმილ „დემოკრატების“ ყრილობას არ დაესწრება და ღონისძიებას დელავერიდან ჩაერთვება
ჯო ბაიდენი მილუოკიში დაგეგმილ „დემოკრატების“ ყრილობას არ დაესწრება და ღონისძიებას დელავერიდან ჩაერთვება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი მილუოკიში დაგეგმილ „დემოკრატების“ ყრილობას არ დაესწრება. აშშ-ის „დემოკრატიული პარტია“ აცხადებს, რომ ყრილობა წელს მთლიანად ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პარტიაში ექიმების რჩევებზე დაყრდნობით მიიღეს.

ჯო ბაიდენი საკუთარი კანდიდატურის დასახელებას მშობლიური შტატიდან, დელავერიდან ჩაერთვება.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ „დემოკრატიულ პარტიას“ ამ გადაწყვეტილებით სურს, აჩვენოს, რომ ისინი პანდემიას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შედარებით უფრო სერიოზულად ეკიდებიან.

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტი იყო, ეს სწორედ ისეთი მყარი და პასუხისმგებლიან ხელმძღვანელობაა, რომელსაც ამერიკა იმსახურებს.

ეს ისეთი ხელმძღვანელობაა, რომელსაც ჯო ბაიდენი თეთრს სახლში შემოიტანს“, – განაცხადა „დემოკრატების“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ტომ პერეზმა.