ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას არ გამორიცხავს
ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას არ გამორიცხავს. აშშ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს ძალაუფლებას დაათმობინებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა მიანმარის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაკავებას ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა. ბაიდენმა ასევე მოუწოდა მიანმარის სამხედროებს, მოხსნან ყველა სახის შეზღუდვა ტელეკომუნიკაციებზე და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობისგან.

მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოაწყო და ქვეყნის მმართველები დააპატიმრა. მიანმარელი სამხედროები გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან.